მეუფე იაკობი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

სკანდალური განცხადებების შემდეგ პირველად, მეუფე იაკობმა ბოდბის ეპარქიაში წირვა ჩაატარა. მეუფე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და ოპოზიციასა და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდა.

მან ყურადღება გაამახვილა ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე, ისაუბრა ცოტნე გამსახურდიას დაჭრაზე და ლუკა სირაძის ოჯახს მიუსამძიმრა. ეპისკოპოსმა 15 წუთიანი ქადაგების დროს რამდენჯერმე ცხინვალის დე ფაქტო  ხელისუფლებას და რუსეთს ვაჟა გაფრინდაშვილის დროულად გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

დატოვე კომენტარი