მეუფე იაკობი დავით გარეჯის საქმეს გამოეხმაურა

დავით გარეჯის საქმეზე, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას დღეს ბოდბელი ეპისკოპოსი გამოეხმაურა. მეუფე იაკობი მელაშვილის მხრიდან გაკეთებულ სატელევიზიო კომენტარებს აკრიტიკებს. ასევე ამბობს, რომ დავით გარეჯის საკითხზე სამივე ხელისუფლება უსუსური იყო და შიდა დაპირისპირებით და ერთმანეთის ჭამით არაფერი გამოვა. სასულიერო პირი განმარტავს, რომ საკითხი აზერბაიჯანელებთან უნდა მოგვარდეს და არა კონკრეტული პირების დაპატიმრებით, რომელთა სპეციალურ კომისიაში შეყვანას, სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები წყვეტენ.

მოამბე

დატოვე კომენტარი