მეუფე გრიგოლის განცხადება

პეტრე ცაავასთვის მღვდელთმთავრობის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა მეუფე გრიგოლი. ის ასევე სინოდის წევრია, თუმცა დღევანდელ შეხვედრას არ დასწრებია. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ბევრი გარე და შიდა მტერი ჰყავს, ეკლესია ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზმია და მასზე ბევრია დამოკიდებული.