მეუფე დიმიტრის საკვირაო ქადაგება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა საკვირაო ქადაგებისას მეუფე დიმიტრიმ. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა და თქვა, რომ ილია მეორე ღირსების, სიყვარულისა და თავდადების საზომი იყო. მეუფე დიმიტრის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და ქართველი ხალხის სულიერი მამა მთელ ერს დააკლდა.