მეტყევის დღე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეტყევის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, ტყის დაცვისა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სხვადასხვა უწყების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ. მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. დავით სონღულაშვილის ინიციატივით, დარგის ღვაწლმოსილ მეტყევეებს „დამსახურებული მეტყევის“ სტატუსი მიენიჭათ და სპეციალური ჯილდოებიც გადაეცათ. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კი ღონისძიებაზე სატყეო რეფორმის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.