მეთუ მილერის განცხადება - გამოხმაურება თბილისში

მმართველი გუნდის პასუხი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს. მეთუ მილერის განცხადებას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ჩამოაშორებს საქართველოს ევროპული გზიდან, თბილისში გამოეხმაურნენ. შეგახსენებთ რომ მეთიუ მილერს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ჰკითხა: ხედავს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი დემოკრატიულ უკუსვლას საქართველოში?“ რის პასუხად მილერმა განაცხადა, რომ იმავე შეფასების გაკეთება შეუძლია, რაც წინა პრესკონფერენციაზე.