მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაცია

21:37, 11.08.2025

მგზავრებით გადატვირთული ავტობუსები და  გადაადგილებასთან დაკავშირებული სირთულეები – როდის მოგვარდება პრობლემა, რომელიც ვარკეთილის მცხოვრებლებისთვის უკვე ერთი თვეა მთავარი გამოწვევაა. ერთ-ერთი ყველაზე მეტად დატვირთული, ვარკეთილის მეტროსადგური მგზავრებს 12 ივლისიდან არ ემსახურება – მიზეზი ბაქნისა და დახრილი გვირაბის ჭერზე დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოებია. როგორც ირკვევა ვარკეთილის მეტრო მგზავრების მიღებას ორ კვირაში განაახლებს, თუმცა სადგურის სრული რეაბილიტაცია წლის ბოლომდე გასტანს. ბოლო წლებში მეტროსადგურის რეაბილიტაცია უკვე მეორედ მიმდინარეობს. პირველ შემთხვევაში კომპანიამ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც მერიამ კონტრაქტი გაწყვიტა. მეორე ხელშეკრულება მალევე გაფორმდა და სამუშაოები 2023 წელს დაიწყო. თბილისის მერიაში გაჭიანურებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს სხვადასხვა სახის კომპლექსური ექსპერტიზის საჭიროებით და შესაბამისი კადრების დეფიციტით ხსნიან. პროცესში უკვე ჩაერთნენ უცხოელი სპეციალისტები.

მსგავსი