მეტროს ორი ახალი შემადგენლობა დედაქალაქში

მეტროს ორი ახალი  შემადგენლობა დედაქალაქში.

დღეიდან თბილისის მეტროს პირველ ხაზზე დამატებით ერთი ოთხვაგონიანი, ხოლო მეორე, საბურთალოს ხაზზე სამვაგონიანი განახლებული მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს.

თბილისის მერის განცხადებით, ორ კვირაში ორივე ხაზს კიდევ თითო მოძრავი შემადგენლობა დაემატება.

ვაგონების მოდერნიზაციის ფარგლებში, შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა, გაიზარდა მისი მოცულობა და დამონტაჟდა კონდიცირების თანამედროვე სისტემა.

კაბინები აღიჭურვა მართვის თანამედროვე პულტით, შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი. ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და განახლდა მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ავტომატური სისტემები.

2019 წელს 27 ვაგონის მოდერნიზება იგეგმება