მეტროს მუშაობა აღდგა

ერთი საათის განმავლობაში ნაწილობრივ პარალიზებული იყო თბილისის მეტროპოლიტენი. გაითიშა მეტროს პირველი ხაზი, რომელიც 16 სადგურს აერთიანებს. მითითებული მეტროსადგურები მგზავრებს ვერ იღებდა, რის გამოც ქალაქში სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხდა.

პირველი ხაზის მუშაობის გაჩერების მიზეზად მეტროსადგურ „გოცირიძის“ ელექტროსადენის დაზიანება სახელდება. დაიწვა ელექტროძაბვის ხაზები.