მეტროს მემანქანეების შეწყვეტილი პროტესტი

სამდღიანი პროტესტი დასრულდა.

მეტროს გაფიცული მემანქანეები მუშაობას განაგრძობენ.

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ტრანსპორტი დღის მეორე ნახევრიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება. არსებობს ზეპირი შეთანხმება დედაქალაქის მთავრობასთან, რომ მომავალი წლიდან მემანქანეების ხელფასები გადაიხედება და შრომითი პირობები გაუმჯობესდება.

სწორედ საათობრივი ანაზღაურების ზრდა იყო გაფიცულების მთავარი მოთხოვნა, თუმცა მის შესრულებაზე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე მერიამ წელს უარი თქვა.