მეთოჯინე შაუმიანიდან

ქვემო ქართლში დაბა შაუმიანში ცხოვრობს მეთოჯინე, რომლის სახელოსნოც ბოლო დროს რეგიონის სტუმრებისა და ტურისტებისთვის საყვარელ ადგილად იქცა. არმენ ჰოვანესიანი უკვე წლებია თოჯინებს, მათი როლებისთვის – სცენარებს, თეატრის მაყურებლებისთვის კი – ზღაპრულ სამყაროს ქმნის. ხელოვანის შთაგონების წყარო სერგო ფარაჯანოვისა და ფიროსმანის შემოქმედებაა, გავლენაც ნათელია, როცა დამთვალიერებელი მის სამყაროს თვალს გადაავლებს. „მეთოჯინე ფიროსმანის ქვეყნიდან“ – ასე ეცნობა ყველას, ვინც მისი შემოქმედების მიმართ ინტერესს იჩენს. და ისე როგორც ზღაპრებში, სრულიად უანგაროდ ძველი და ჯადოსნური ჩემოდნით ხელში სოფლებში დადის და პატარა მაყურებლებისთვის სპექტაკლებს დგამს.

რუსუდან ლოლაძისა და ირაკლი თელაურიძის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები