გაგაცნობთ ქალბატონს, რომელიც კახეთში, სოფელ მთისუბანში ცხოვრობს და საოცარ ნამუშევრებს ქმნის. 75 წლის ლონდა ჯიბუტი, სამი წელია პოლიმერიული თიხით დაინტერესდა, იგი თოჯინებს ძირითად ხელით ამზადებს, მათ სამოსსაც თვითონ კერავს და აქსესუარებსაც თვითონ ურჩევს. მისი თოჯინები ძირითადად ლიტერატურული ნაწარმოებების გმირები არიან.
ლონდა ჯიბუტის კოლექციაში რამდენიმე ათეული ნამუშევარია და მომავალშიც აპირებს პოლინერული თიხით თოჯინების შექმნას. ჟანა დიდებაშვილის და ზვიად ყარაულაშვილის სიუჟეტი კახეთიდან #მოამბერეგიონები