მეთიუ ბრაიზას ინტერვიუ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ სანქციები სიმბოლური და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრაიზამ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ისაუბრა. მისი თქმით, ამ ნაბიჯით, ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ეუბნება „ქართულ ოცნებას“, რომ ის არაკეთილსინდისიერი იყო, როდესაც ამბობდა, რომ არჩევნები საქართველოს ევროკავშირში შესვლას ეხებოდა. „ეს არის სიმბოლური და პოლიტიკური გადაწყვეტილება. სიმბოლურია, რათა აჩვენოს საქართველოს მთავრობას, რომ ამერიკა გაბრაზებულია, თუმცა, ვიცით, რომ მათ ეს არ ადარდებთ. სიმბოლურია იმიტომაც, რომ ამას ფინანსური შეზღუდვები არ მოჰყვება. ვსაუბრობთ მხოლოდ სავიზო შეზღუდვაზე და არ ვიცით ზუსტად, ვინ არის ეს 20 ადამიანი. თუმცა, ამის გარდა, ამ სანქციებით, ჩვენ ვსაუბრობთ სხვა მნიშვნელოვან სიმბოლოებსა და სიგნალებზე. ამ ნაბიჯით, ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ეუბნება „ქართულ ოცნებას“, რომ ის არაკეთილსინდისიერი იყო, როდესაც ამბობდა, რომ არჩევნები საქართველოს ევროკავშირში შესვლას შეეხებოდა.”- ამბობს ინტერვიუში მეთიუ ბრაიზა.