მეტალურგების ნაწილის გაფიცვა რუსთავში

პროტესტის მერვე დღე – რუსთავში მეტალურგიული კომბინატის 200-მდე თანამშრომელია გაფიცული. სრულად გაჩერებულია ფოლადსადნობი და სორტული საამქრო. გაფიცულები ხელფასების ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. პროცესში ჩართულია პროფკავშირებიც. ხვალ გაფიცულები რუსთავის ქუჩებში ფეხით მსვლელობას გეგმავენ, ზეგ კი მასშტაბურ აქციას აანონსებენ.