მეტადონით ჩანაცვლების კაბინეტის გახსნა

საჩხერეში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის კაბინეტი გაიხსნა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, წლებია ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამას ახორციელებს, რაც ითვალისწინებს წამალდამოკიდებული პაციენტების მკურნალობას განსხვავებული მეთოდით. ცენტრს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩანაცვლებითი თერაპიის 19 განყოფილება და 2 კაბინეტი აქვს.