80-წლიანი ტრადიცია და გლობალური მოვლენა, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა სფეროს ერთი თემატიკის გარშემო აერთიანებს. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში „მეთ გალა 2026“ ჩატარდა. დამსწრეთა ნაწილის ჩაცმულობა და ზოგიერთი სტუმარი წელსაც სკანდალის თემად იქცა. ნეგატიურია ცალკეულ დიზაინერთა გამოხმაურებაც.
მაღალი მოდის ყოველწლიური საქველმოქმედო ფესტივალის მიმართ, წელს განსაკუთრებით მაღალი ინტერესი იყო. 10 წლიანი პაუზის შემდეგ წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩდნენ ბიონსე, რიანა და კეთი პერი. მწვავე კრიტიკა მოჰყვა „მეთ გალას“ ერთ-ერთი თანა-თავმჯდომარის, ბიონსეს გადაწყვეტილებას, რომელიც ღონისძიებაზე არასრულწლოვან შვილთან ერთად მივიდა.