Met Gala 2025

მოდის სამყაროს ყველაზე სანახაობრივი მოვლენა – „მეთ გალამ“ წელსაც პომპეზურად ჩაიარა.

77-წლიანი ისტორიის მქონე პრესტიჟული ღონისძიება წელს შავკანიანთა კულტურასა და სტილს მიუძღვნეს. სწორედ ამ თემატიკაზე ააგეს საკუთარი ჩაცმულობა საღამოზე მისულმა ვარსკვლავებმა. ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში შეკრებილთა კოსტიუმებმა ამჯერადაც საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია.