მესტიის მთის და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი
ორ დღეში სვანეთი მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა თავშეყრის ადგილად იქცევა. მესტიის მთის და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი იწყება. უკვე მეექვსედ მესტია კინორეჟისორებს, პროდიუსერებსა და უბრალოდ კინომოყვარულებს არაერთი ქვეყნიდან უმასპინძლებს. ინტერესი საკმაოდ მაღალია, წელს საკონკურსო სექციაში მთის თემატიკაზე გადაღებული 24 ფილმი იქნება ნაჩვენები. საუკეთესო ნამუშევრებს კვალიფიციური ჟიური შეაფასებს. ტრადიციად ქცეული ფესტივალის ფარგლებში არაერთი სიახლეა დაგეგმილი, მათ შორის ნაჩვენები იქნება ანიმაციური სურათიც. მასტერკლასების და არასაკონკურსო ჩვენების პარალელურად მოეწყობა ფოტოგამოფენაც.