მესტიაში ქორწინების სახლი აშენდება
მესტიაში ქორწინების სახლი აშენდება. პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი და სრულად შეესაბამება სვანეთის გარემოსა და ტრადიციულ არქიტექტურულ სტილს. პროექტმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მესტიის ქორწინების სახლის კონცეფცია გახდა ორი პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული როგორც ტოკიოში, ისე იტალიაში. ქორწინების რეგისტრაციის სერვისით ისარგებლებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, რაც რეგიონს დამატებით ტურისტულ პოტენციალს შესძენს.