მესტიაში ქორწინების სახლი აშენდება

21:34, 09.07.2026

მესტიაში ქორწინების სახლი აშენდება. პროექტის ავტორი ქართველი არქიტექტორია და ის სვანეთის გარემოსთან და ტრადიციულ არქიტექტურულ სტილთან თანხვედრაშია. ქორწინების რეგისტრაციის სერვისით როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ისარგებლებენ. მოლოდინია, რომ ახალი სივრცე რეგიონში დამატებით ტურისტულ ნაკადებს მოიზიდავს. არქიტექტურულმა პროექტმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მესტიის ქორწინების სახლის კონცეფცია ორი პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული გახდა – საუბარია ტოკიოსა და იტალიაში ჩატარებულ კონკურსებზე.

მსგავსი