მესტიაში მოკლული ლომარ ნიგურიანის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

12:12, 26.12.2017

მესტიაში მოკლული ლომარ ნიგურიანის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მკვლელობა გუშინ, დაახლოებით 15 საათზე მოხდა.

ლომარ ნიგურიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. თვითმხილველების თქმით, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. აქტიური მოქმედებები მიმდინარეობს მკვლელობაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად, რომელიც ადგილიდან მიიმალა.

ჯერჯერობით არ არის აღმოჩენილი მკვლელობის იარაღიც. მკვლელობის ფაქტზე აღძრულია სსს 108-ე და 236-ე მუხლებით.

მსგავსი