მესტიაში ლკხმედით სრიალში ტურნირი გაიმართა

მესტიაში, ლანჩვალის უბანში ლკხმედით, – ძველებური, ტრადიციული სვანური თხილამურებით, – სრიალში პირველი ტურნირი გაიმართა.

შეჯიბრებას 27 მონაწილე ყავდა, მათ შორის უცხოელი ტურისტები. შეჯიბრის ინიციატორების მიზანი ლკხმედით სრიალის აღორძინებაა. ტურნირის ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება ტრადიციულ სახეს მიიღებს და მასში მონაწილეობას ექსტრემალური სპორტის ნებისმიერი მოყვარული შეძლებს.