მესტია-უშგულის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგა

აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ზემო სვანეთშიც. უამინდობამ აქაც პრობლემები შექმნა. ამ დროისთვის უკვე განახლდა მოძრაობა მესტია-უშგულის დამაკავშირებელ გზაზე. თუმცა, ისევ რთულია მდგომარეობა სხვა დასახლებებთან. სოფელ ადიშთან მისასვლელი გზა, უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარემ მთლიანად წაიღო. დატბორილია გზები სოფელ მულახსა და ლენჯერის თემში, რომელიც ეპიდსიტუაციის მიზეზით, ამ დრომდე  წითელ ზონად რჩება. სპეციალური ტექნიკა ადგილზე უწყვეტად მუშაობს.

ლიკა ალელიშვილი მუშაობს მესტიის მუნიციპალიტეტში.