MESMA ART SPACE – გახსნის ღონისძიება

21:54, 18.09.2026

ახალი სახელოვნებო სივრცე თბილისში.

დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მე-19 საუკუნის ისტორიულ შენობაში MESMA ART SPACE გაიხსნა. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. პრეზენტაციას კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. დამსწრეებს წარუდგინეს ნიკოლოზ წულუკიძისა და ლელა არაბიძის ახალი წიგნი სახელწოდებით „ამბები დიმიტრი ყიფიანზე“. ახალ სივრცეში სხვადასხვა თაობის მხატვრების ნამუშევრების გამოფენა და დავით ევგენიძის მუსიკალური პერფორმანსიც მოეწყო. ფონდ „მესმას“ ინფორმაციით, ახალი სივრცის მიზანი ფონდის ბენეფიციარების მხარდაჭერა, პროფესიული პლატფორმის შექმნა და მათი შემოქმედების პოპულარიზაციაა.

მსგავსი