მესხური ერდო-გვირგვინიანის საცხოვრებლის ძეგლის სტატუსი

21:59, 28.10.2025

ისტორიული მემკვიდრეობის ახალი სტატუსი.

უძველეს სამშენებლო ტრადიციებს, რომელიც მესხეთის მხარისთვის იყო დამახასიათებელი, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. გამორჩეული სამშენებლო ტექნიკა და დანიშნულება, რომელმაც წლებთან ერთად სახე იცვალა –
საუბარია ერდო-გვირგვინიანი ტიპის ნაგებობებზე, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში მრავლად გვხვდება და თავისი ადგილობრივ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს ირეკლავს.

მესხური მშენებლობის საუკუნოვანი ტრადიცია კლიმატური პირობებისა და რელიეფის გათვალისწინებით ჩამოყალიბდა. გადახურვის ქვეშ გაერთიანებული იყო სხვადასხვა დანიშნულების სათავსო-ნაგებობები. ქართული ხალხური ხუროთმოძღვრების შედევრი აქტიურ ფუნქციურ დატვირთვას თითქმის მეოცე საუკუნის შუა წლებამდე ინარჩუნებდა.

მსგავსი