შეძლებს მესი ტიტულის შენარჩუნებას, თუ რონალდუ მოახერხებს კარიერის ყველაზე დრამატული და ნანატრი ოქროს წერტილის დასმას? – ამ კითხვაზე პასუხი იქნება მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთი საინტერესო ფინალი. იქამდე კი მსოფლიო სპორტული მედია არგენტინელი და პორტუგალიელი ვარსკვლავების „უკანასკნელ ცეკვაზე“ წერს. იდეალური სტარტი და მორიგი შოუ – მეფე ისევ ფორმაშია, – ასე შეფასდა მესის ჰეთ-თრიქი პირველ ტურში, რთული დასაწყისის მიუხედავად, პორტუგალიელის გულშემატკივრები კი ფიქრობენ, რომ კრიშტიანუ რონალდუს კვლავ აქვს შანსი, კიდევ უფრო გააუმჯობესოს საკუთარი ისტორიული რეკორდები საერთაშორისო არენაზე. მათ ისტორია დაწერეს და მეექვსე მუნდიალზე თამაშობენ, ფეხბურთში მთელი თაობები მოვიდნენ და წავიდნენ, სპორტის ეს სახეობა განვითარდა, თუმცა ორი ლეგენდა უკვე 20 წელია მსოფლიო ფეხბურთის ეპიცენტრში რჩება.