მეშვიდე მოწვევის საკრებულოების ხმაურიანი სხდომები

თვითმმართველობის არჩვენების შედეგად არჩეული ახალი საკრებულოების უფლებამოსილება ცნობილია. თუმცა, თვითმმართველი ორგანოების ნაწილში საკრებულოს ახალი თავმჯდომარეების არჩევა ვერ მოხერხდა. საუბარია იმ საკრებულოებზე, სადაც მმართველმა პარტიამ ბოლო არჩევნების შედეგად უმრავლესობა დაკარგა. ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის გამო კვორუმი ვერ შედგა, რის გამოც კენჭისყრები გადაიდო. გამომდინარე იქიდან, რომ შვიდი ქალაქის საკრებულოებში უმრავლესობა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს, საკრებულოების თავმჯდომარეობის კანდიდატთა არჩევა დილემაა. „ქართული ოცნების“ გარდა საკუთარი კანდიდატურები „ნაციონალურ მოძრაობას“ და გახარიას პარტიასაც ჰყავს. თემატური უმრავლესობის მოსაპოვებლად უმეტეს შემთხვევაში გადამწყვეტი ხმები სწორედ პარტიას „საქართველოსთვის“ აქვს, რომელიც საკუთარ პირობებს აყენებს.

დატოვე კომენტარი