მეშახტეთა პრობლემები

რა მდგომარეობაშია მინდელის სახელობის შახტი.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და კომიტეტის წევრი ვითარებას ადგილზე ეცნობიან. დეპუტატები მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციას შეხვდნენ, და მათთან ერთად შახტში, დაახლოებით 300 მეტრ სიღრმეზე  ჩავიდნენ. პარლამენტის წევრები მეშახტეებსაც გაესაუბრებიან და მათ მოთხოვნებს მოისმენენ.