მეშახტეების პროტესტი

ტყიბულში საპროტესტო გამოსვლა ხვალაც იგეგმება.

კომპანია „საქნახშირის“ მენეჯმენტის სამი წარმომადგენლის გადადგომის მიუხედავად, მეშახტეები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტებში დასაქმებულთა მთავარი მოთხოვნა შახტების მმართველი კომპანიის მენეჯმენტში საკუთარი კანდიდატების დანიშვნაა.

16 ივლისს მომხდარი მორიგი ტრაგედიის გამოძიებამდე და შრომითი უსაფრთხოების გარანტიების მიღებამდე, ორივე შახტი ისევ დახურული რჩება.