მესაზღვრის დღე

მესაზღვრის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ შარაძე სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან  პოლკოვნიკ გოჩა ჯანჯღავასთან ერთად, სასაზღვრო სექტორლეკისყურეს“ ესტუმრა. პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა და უწყების შესაძლებლობების გაძლიერებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 2020 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა: გაუმჯობესდა სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო საზღვარი დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა, განვითარდა სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობები და კიდევ უფრო გაღრმავდა თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან.  სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები დააჯილდოვა.

მოამბე