მესამე საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი ბათუმში

18:48, 26.11.2025

ბათუმი მესამე საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიება 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე, ჩატარდება. მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები საფრანგეთიდან, იტალიიდან და პორტუგალიიდან ცნობილ ქართველ შეფებთან და ექსპერტებთან ერთად გასტრონომიაში თანამედროვე მიდგომებზე ისაუბრებენ. ფორუმის მეორე და მესამე დღე თევზის კულინარიულ მასტერკლასებს დაეთმობა.

მსგავსი