მესამე რაუნდის მოლოდინი და ოპოზიციის გეგმები

ოპოზიცია სამომავლო სტრატეგიაზე მსჯელობს.

აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების მესამე რაუნდამდე ხელისუფლების ოპონენტები პოზიციას არ ცვლიან და ხელახალი ან ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაზე ხელისუფლების პასუხს ელოდებიან იმ არგუმენტით, რომ ვადამდელი არჩევნები მათი აზრით კომპრომისია. მორიგი რაუნდის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი „ქართული ოცნება“. ვიდრე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის რიგით მესამე შეხვედრა დაინიშნება, ოპოზიციური ძალები ბოიკოტის ფორმებზე და პროტესტის გზებზეც კონსულტაციებს გადიან. შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ფონიდან გამომდინარე, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ოპოზიციის ნაწილი აქციის გამართვაზე უარს ამბობს. ამ გეგმამ მთელი ოპოზიციური ერთობის თანხმობა უნდა მიიღოს.

დატოვე კომენტარი