მესამე რაუნდის მოლოდინი და ოპოზიციის გეგმები

მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრების დრო ახლოვდება, მოლაპარაკების მესამე რაუნდის თარიღი ისევ უცნობია. შესაბამისად, არ არსებობს კომპრომისული შეთანხმება და ძალაში რჩება ოპოზიციის ბოიკოტი. ხელისუფლების ოპონენტები საკუთარ მოთხოვნებზე პასუხს ახლა სწორედ  ხელისუფლებისგან ელოდებიან. სხვა შემთხვევაში პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და აპირებენ, რომ ეს გადაწყვეტილება პარლამენტის პირველი სხდომის დღეს წერილობით გააფორმონ. პარალელურად ოპოზიციის რიგებში ჩნდება კიდევ ერთი ალტერნატიული მოსაზრება „გირჩის“ ავტორობით, რომელსაც ალეკო ელისაშვილიც იზიარებს. მართლმსაჯულების რეფორმის შემთხვევაში ზურა ჯაფარიძის გუნდი საკანონმდებლო ორგანოში შესვლისთვის მზადაა.