„მესამე ძალის“ კანდიდატების წარდგენა

„მესამე ძალის“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სერგო ჩიხლაძე იქნება. პოლიტიკურმა პლატფორმამ „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ თბილისის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ცეკვავა იქნება, ისანში – თეონა ჭალიძე, გლდანი – ნანა ტოხვაძე, დიდუბე – ოთარ ბაღათურია, სამგორი – ვახტანგ იაშვილი, მთაწმინდა – ირაკლი გოგუაძე, ვაკე – პაატა ჩიქოვანი, ჩუღურეთი – ავთანდილ ჩართოლანი, ნაძალადევი – ზაზა კორთხონჯია.