„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ შეხვედრა დამკვირვებლებთან

„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა დამკვირვებლებს საარჩევნო კამპანიის პერიოდში არსებულ დარღვევებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, სამტრედიაში „მესამე ძალის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გატაცებით, მუქარითა და ზეწოლით, კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით, განცხადების დაწერა აიძულეს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით კი მსგავსი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტები სახიფათოა და ხელს უშლის არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.