მესამე დღეა ხანძარს ებრძვიან შიდა ქართლში

უკვე მესამე დღეა ხანძარს ებრძვიან შიდა ქართლში, ატენის ხეობასა და რკონში. დილიდან ცეცხლის ქრობაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ადგილზე რჩება 160 მეხანძრე-მაშველი.

სტიქიის ზონა დატოვა თავდაცვის სამინისტროს ტექნიკამ. ამ დროისთვის  ხანძრის ხუთი კერიდან, ოთხი ლიკვიდირებულია, ცეცხლის ღია კერები რჩება სოფელ რკონში.

ცეცხლი დასახლებული ზონიდან დაახლოებით 10-15 კილომეტრში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.