გადაუღებელმა წვიმებმა ბალდის ერთ უბანზე პრობლემები შექმნა
გადაუღებელმა წვიმებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მესამე ბალდის ერთ უბანზე პრობლემები შექმნა. წვიმის შედეგად დაზიანდა შიდა სასოფლო გზა. თითქმის სრულად ჩამოირეცხა მთის ფერდობიდან გამოყვანილი წყაროს წყლის არხი. ადგილობრივების თქმით, პრობლემა ახალი არ არის და ყოველი წვიმის დროს სამანქანო გზა იტბორება, ზოგიერთ ოჯახს ამავე მიზეზით, ეზოდან გამოსასვლელში უგროვდება წყალი. მათ რამდენჯერმე მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების მოთხოვნით. მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენლის განცხადებით, მესამე ბალდის მოსახლეობის პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოები დაწყებულია.