მერიის გაფრთხილება ავარიული შენობის მფლობელებს

ავარიული შენობები –  პრობლემა, რომელიც თბილისისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულად მოსაგვარებელ საკითხად რჩება.

დღეს მერიის წარმომადგენლებმა ნაძალადევის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ავარიული შენობის მფლობელებს მორიგი გაფრთხილება მისცეს – მესაკუთრეებს ახლა ერთკვირიანი ვადა აქვთ, მიიღონ შესაბამისი ზომები და როგორც შენობაში დასაქმებულების, ისე მომხმარებლების და გამვლელების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაიცვან. ავარიულ შენობას კომერციული დანიშნულება აქვს, რის გამოც მისი დემონტაჟის და იქიდან ხალხის გამოყვანის ბერკეტი თბილისის მერიას არ გააჩნია. სწორედ ამიტომ მუნიციპალური ინსპექცია მესაკუთრეებს მოუწოდებს, თავად იზრუნონ შენობის უსაფრთხოებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ბერკეტები, მათ შორის ფინანსური სანქციები ამოქმედდება.