მერიის ეკონომიკური განვითარების ფორუმი

15:30, 28.02.2025

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური Un-Habitat-თან ერთად, „ადგილობრივი ნებაყოფლობითი ანგარიშის განვითარებისთვის“ ფორუმს მართავს. ფორუმი მიზნად ისახავს, გააერთიანოს დაინტერესებული მხარეები თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებიდან, მუნიციპალური დაწესებულებებიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან, რათა
განიხილონ და დახვეწონ თბილისის „ნებაყოფლობითი ადგილობრივი მიმოხილვის დოკუმენტი“ და უფრო მეტად დაახლოვონ ის მდგრადი განვითარების მიზნებთან. ღონისძიებაზე არსებულ გამოწვევებსა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობაზე ისაუბრეს.

მსგავსი