მერიამ მწვრთნელები დააჯილდოვა

თბილისის მერიის ორგანიზებით, მერიის მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მწვრთნელ-მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაზე ამ პროგრამის მნიშვნელობაზე, მიღწეულ შედეგებსა და მის სამომავლო განვითარების გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე სამი უხუცესი მწვრთნელი სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვეს. მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამაში 350 მწვრთნელ-მასწავლებელი მონაწილეობს, რომლებიც მოზარდებს 49 სახეობაში ავარჯიშებენ. პროგრამის მიზანი სხვადასხვა სპორტულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, სპორტის სახეობების განვითარება და მისი მხარდაჭერაა.