მერაბიშვილის ადვოკატების განცხადება

 

ვანო მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებით, მირზა სუბელიანის მონაწილეობით ბოლო დროს გავრცელებული ჩანაწერები ადასტურებს, რომ ციხიდან მსჯავრდებული, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის გაყვანის საქმე გაყალბებულია. მათი თქმით, მირზა სუბელიანის დავალებით, ამ საქმეში ჩართული იყო დავით ცუხიშვილი. გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, იმ პერიოდში, როდესაც ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაიყვანეს, დავით ცუხიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლი იყო და სწორედ მას ევალებოდა იმ ვიდეოკადრების დათვალიერება, სადაც ჩანს მარშრუტი № 9 ე.წ. მატროსოვის ციხიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტამდე.