მერაბ ქვარაიას ოპოზიციის აქტივისტებმა ბრიფინგის ჩატარების საშუალება არ მისცეს

12:11, 22.11.2019

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს, მერაბ ქვარაიას ოპოზიციის აქტივისტებმა ბრიფინგის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

ოპოზიციის აქტივისტები დეპუტატს მიმართავდნენ, აეხსნა, რატომ ჩააგდო პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ახალგაზრდებს სხვადასხვა დავალებებით „ნაციონალური მოძრაობა“ აგზავნის.

მსგავსი