მერაბ ოდიშარია გარდაიცვალა

72 წლის ასაკში მუსიკისმცოდნე და ტელეწამყვანი მერაბ ოდიშარია გარდაიცვალა. ის 70-იან წლებიდან სხვადასხვა რედაქციაში მუშაობდა, წლების განმავლობაში კი მუსიკალურ-გასართობი პროგრამების შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი იყო და რამდენიმე ათეული წელი მიჰყავდა მუსიკალური გადაცემები. მათ შორის – „და არს მუსიკა…“, „პროფესიონალები და მელომანები“.

1998 წლიდან მერაბ ოდიშარია მეორე არხის გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. ბოლო წლებში კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელერადიო მუზეუმს ხელმძღვანელობდა.