მერაბ მორჩაძის საქმეზე ლუკა კალანდია დაიკითხა

მერაბ მორჩაძის საქმეზე დღეს ლუკა კალანდია დაიკითხა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მთავარი მოწმის, მ.კ-ს ძმა ლუკა კალანდია მორჩაძის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.

გამოძიების ინფორმაციით, მერაბ მორჩაძე მიხეილ კალანდიას ოჯახის ახლობელია და მ.კ-ს თანხის სანაცვლოდ ჩვენების შეცვლა სთხოვა და მასზე ზეწოლაც მოახდინა.

ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, თუმცა კალანდიების ოჯახთან კავშირს არ უარყოფს. სხდომა დახურული იყო. მორჩაძის ადვოკატმა განმარტა, რომ კალანდიამ თანხის გადაცემა დაადასტურა, თუმცა მისი თქმით, ეს თანხა ოჯახის დასახმარებლად იყო.