მერაბ მორჩაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

მერაბ მორჩაძეს,ღკვეთის ღონისძიების სახით, სასმართლომ პატიმრობა შეუფარდა. მორჩაძეს ბრალი პროკურატურამ ხორავას საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე კალანდიაზე ზემოქმედების ბრალდებით წაუყენა.

პროცესზე ბრალდების მხარემ მისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, დაცვის მხარემ კი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება. მოსამართლემ სხდომაზე განმარტა, რომ არსებობს როგორც მოწმეებზე ზეწოლის, ასევე მიმალვის საფრთხე და ყველაზე მკაცრი აღმკვეთის ღონისძიება გამოიყენა.

სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმაც, მერაბ მორჩაძემ კატეგორიულად უარყო ზემოქმედების ფაქტი, ის თავს უდანაშაულოდ ცნობს.