მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია

21:56, 16.10.2025

ზანდუკელის პირველ ნომერში მდებარე ისტორიული სახლის ახალი სიცოცხლე.

საქართველოს ეროვნული გმირის და საზოგადო მოღვაწის მემორიალური სახლ-მუზეუმი რამდენიმეწლიანი რესტავრაციის შემდეგ ვიზიტორების მისაღებად მზად არის. 1991 წელს ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსებული მუზეუმი ავარიულ მდგომარეობაში იყო. სარემონტო სამუშაოების ჩატარების პარალელურად განახლდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო საგანმანათლებლო სივრცე. სახლ-მუზეუმი ათასობით უნიკალურ ექსპონატს ინახავს. მათ შორისაა ფოტო და დოკუმენტური მასალები ეროვნული მოძრაობის და მისი ლიდერების ისტორიაზე, ხელნაწერები, გამოცემები, პირადი ნივთები, ავეჯი და ბიბლიოთეკა.

მსგავსი