მერაბ კოსტავას მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა

12:21, 16.10.2025

ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა. მუზეუმი დღეს პრემიერმა და თბილისის მერმა გახსნეს. რეაბილიტაციის შემდეგ, მერაბ კოსტავას მუზეუმი უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით აღიჭურვა. ასევე შეიქმნა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე და ფონდსაცავი, რაც მუზეუმში დაცული 20 000-ზე მეტი ექსპონატის სათანადო შენახვას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, რეაბილიტაციის ფარგლებში კეთილმოეწყო მუზეუმის ეზო, რომელიც გაფართოვდა და დამთვალიერებლისთვის კომფორტულ სივრცედ გადაიქცა.

მსგავსი