მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილე

მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისში, მის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ღონისძიებები გაიმართა.

საგანმანათლებლო პროგრამები და კონცერტები 12 საათიდან დაიწყო და 19 საათამდე გაგრძელდება.

მოგვიანებით, სტუმრების შეეძლებათ დაესწრონ პოეზიის საღამოს და დოკუმენტური ფილმის ჩვენებას, რომელშიც მერაბ კოსტავას ცხოვრების შესახებ არის მოთხრობილი.

ღონისძიებებში სხვადასხვა სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. სახლ-მუზეუმის ეზოში პატრიოტულ თემატიკაზე მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატებია გამოფენილი.