მერაბ კოკოჩაშვილის „ტერცო მონდო“

ეროვნული კინო-ცენტრის კონკურსში გამარჯვებული ფილმის გადაღება ვერ სრულდება.

აკა მორჩილაძის მოთხრობის მიხედვით მერაბ კოკოჩაშვილი მხატვრულ ფილმს უკვე თვეებია იღებს. ამ დროისთვის გადაღებულია 28-წუთიანი მასალა. თუმცა კინო-ცენტრის მიერ გამოყოფილი ფინანსები სამუშაოების გასაგრძელებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. სიტუაცია პანდემიამაც გაართულა. შემოქმედებითი ჯგუფი საჭირო ფინანსური რესურსების მოძიებას ცდილობს.