ინციდენტი აბუ დაბიში
ინციდენტი აბუ დაბიში. UFC-ის ქართველ ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს ინტერვიუს დროს 10-მდე დაღესტნელი მებრძოლი დაესხა თავს. მერაბთან ერთად ადგილზე მხოლოდ საბა ლაზიშვილი იმყოფებოდა.
ჩხუბის ინიციატორი PFL-ის ჩემპიონი უსმან ნურმაგომედოვი იყო, რომელმაც მერაბს ხელი გაარტყა, რის შედეგადაც ინციდენტი მასიურ ჩხუბში გადაიზარდა. არსებული ინფორმაციით, ნურმაგომედოვი და მისი გუნდელები პოლიციამ დააკავა. მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურნენ ქართველი სპორტსმენები, დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს – ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა, ლაშა შავდათუაშვილმა.
ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს.